აგროლაბი
კორპორატიული ხარისხის პოლიტიკა

კომპანიის მისია და ხედვა:

მომხმარებლისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების მიწოდება სასურსათო და აგრარულ სფეროში, რომელიც დაინტერესებული მხარეების მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დანერგვა და ლაბორატორიული პროცედურების მართვა კომპეტენტური, პროფესიონალი პრაქტიკოსებით.

ჩვენი პოლიტიკა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:

დავიმკვიდროთ სადემონსტრაციო ადგილი კავკასიაში მაღალხარისხიანი, სანდო და ინოვაციური საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიული მიდგომების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებში.

გავაუმჯობესოთ კორპორატიული იმიჯი: ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის, ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, ფერმერის, მეწარმის, ბიზნესოპერატორის და სხვა დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებით.

მომსახურების სფეროში ორგანიზაციის მიერ დადგენილი ხარისხის მიზნებია:

  • საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიის მართვის ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების და ხარისხის სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვა;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული ეფექტური მიდგომებით კლიენტის/დაინტერესებული მხარის საჭიროებების გამოვლენის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება, კლიენტების რაოდენობის მუდმივი ზრდა;
  • ტექნიკური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება, რაც მომსახურების რეგულარული ანალიზით შედეგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა;
  • ლაბორატორიული კვლევების ხარისხის და პროცედურების მუდმივი გაუმჯობესება;
  • ლაბორატორიის პერსონალისათვის მომზადება-გადამზადების უწყვეტი სისტემის დანერგვა. თანამშრომელთა მხრიდან ინოვაციების მუდმივი მოტივაცია.
Top