აგროლაბის ანალიზებით შესაძლებელია მცენარეთა დაავადებების იდენტიფიცირება, ნაყოფის და სათესლე მასალის ხარისხის დადგენა. ჩვენ გთავაზობთ სერვისების ფართო არჩევანს, რომელიც მოიცავს ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და სხვა მცენარის პათოგენების დეტექციას, ტრანსგენული ცილების წილის დადგენას გენმოდიფიცირებულ მცენარის ქსოვილებში და ტრანსგენული დნმ-ის აღმოჩენას.
დნმ-ის და რნმ-ის სექვენირებით შესაძლებელია თქვენი ვენახის და ღვინის მიკრობიომში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს გაეცნოთ. როგორ გავლენას ახდენს ღვინის მახასითებლებზე ის რეგიონი, რომელშიც ვაზის გახარება გსურთ. ამის გაგება შესაძლებელია დამატებითი ეკონომიკური მოტივიაცია გახდეს აგრონომიურ და ენოლოგიურ საქმიანობაში ჩართული ღვინის მწარმოებლებისთვის.
ცხოველთა დაავადებების ტესტები გამოიყენება ცხოველთა ინფექციების და ზოონოზების (ზოონოზები - პათოგენები, რომლებიც ემართებაც როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს) დიაგნოსტირებისთვის. მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, ფრინველები და ღორები - ამ ცხოველების დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელია გენფილდში მოლეკულური ბიოლოგიის (PCR) და სეროლოგიური მეთოდებით (ELISA), რაც მოგცემთ ინფორმაციას ინფექციის ან სიკვდილის გამომწვევი აგენტის შესახებ.