აგროლაბი
ჩვენ შესახებ

რა არის აგროლაბი?

აგროლაბი ჯანსაღი მომავლისთვის

აგროლაბი 2020 წელს დაარსდა და არის პირველი ქართული მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობის, სურსათის უსაფთხოების, ცხოველების ჯანდაცვის და გარემოს დაცვით სფეროებს. ჩვენი გუნდის მიზანია დანერგოს თანამედროვე ლაბორატორიული სერვისები, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროების განვითარებას და სწრაფ პროგრესირებას. ჩვენი გუნდი ღიაა უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც გვთავაზობენ ახალ ინოვაციურ მეთოდებს და მზად არიან საქართველოში ამ ინოვაციების დასანერგად.

აგროლაბი მომხმარებელს სთავაზობს qPCR, ELISA, მომავალი თაობის სექვენირებას, ქრომატოგრაფიას და იმუნოჯოხის ანალიზებს. თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების განვითარება გადამწყვეტია აგრონომიის, კვების ინდუსტრიის, ვეტერინარიის და გარემოსთან დაკავშირებული სფერობის ევოლუციისთვის - ჩვენ ამის გვჯერა!

სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორია

  1. ნეოლითური რევოლუცია

    10 000 ძვ.წ.

    შემგროვებელ-მონადირე ცხოვრების წესს ცვლის ადგილობრივი მიწათმოქმედება მცენარეების და ცხოველების მოშინაურებით.

  2. აგრარული რევოლუცია

    1800-იანი წლები

    თესლბრუნვის და საქონლის გამოყენებამ მიწათმოქმედებაში უკეთესი მარცვლეული მოსავალი, ბოსტნეულის მრავალფეროვნების ზრდა და მეტი საკვები გააჩინა პირუტყვისთვის.

  3. სამანქანო რევოლუცია

    1960-იანი წლები

    მიწათმოქმედება გახდა მექანიზირებული ახალი გამომგონებებითა და ტექნოლოგიებით, როგორებიცაა ტრაქტორები, კომბაინები და სათესი მანქანები.

  4. ბიოტექნოლოგიური რევოლუცია

    2000-იანი წლები

    განვითარებულმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა GMO, შესაძლებელი გახადა მიწის ნაკვეთზე მოსავლიანობის გაზრდა და მაქსიმალიზაცია.

  5. მომავალი თაობის სექვენირება

    2020-იანი წლები

    მომავალი თაობის სექვენირებამ (NGS) შეცვლა ჩვენი ცოდნა მცენარეების გენომსა გენების რეგულაციაზე. ამ ტექნიკას დიდი პოტენციალი აქვს მეტაგენომიკის და აგროგენომიკის კვლევებში.

Top